четверг, 15 октября 2009 г.

პროექტი–"ენერგიის დაზოგვის გზები"

პროექტი

პროექტის სახელი: “ენერგიის დაზოგვის გზები”

პროექტის მოკლე აღწერა:
ოჯახში მოხმარებული ენერგიის დაზოგვის გზების ძიება

პროექტის სრული აღწერა
ა) ოჯახში მოხმარებული სხვადასხვა სახის ენერგიის ღირებულების დადგენა;
ბ) ენერგიებს შორის პრიორიტეტულის განსაზღვრა (ეკონომიკური თვალსაზრისით);
გ) ენერგიის დაზოგვის გზების განსაზღვრა.

მონაწილეთა ასაკი:
14–17 წელი
5.. ვადები/ხანგრძლივობა:
20.10.2009–დან 20.03.2010 წლამდე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
მოსწავლეები შეისწავლიან ელექტრულ ენერგიასთან დკავშირებულ საკითხებს.
შეადგენენ ცხრილებს სადაც შეიტანენ დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებს;
ანალიზის საფუძველზე მოახდენენ დასკვნების გამოტანას.

მოსალოდნელი შედეგი:

მოსწავლეები დაადგენენ ოჯახში სხვადასხვა სახის ენერგიის ღირებულებას;
განსაზღვრავენ ენერგიებს შორის პრიორიტეტულს, ეკონომიური თვალსაზრისით;
განსაზღვრავენ ენერგიის დაზოგვის გზებს.

8 .სარგებელი სხვებისთვის:

მოქალაქეებს მივაწვდით ინფორმაციას, ეკონომიკური თვალსაზრისით რომელი ენერგია იქნება უფრო პრიორიტეტული.
აგრეთვე გავაცნობთ ენერგიის დაზოგვის გზებს.

სამუშაო ენა:
ქართული
მონაწილეები სახვა სკოლებიდან
ხაშურის საჯარო სკოლები

საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი

ფიზიკა–მოიპოვებენ ინფორმაციას ენერგიებთან დაკავშირებით,ექსპერიმენტების საშუალებით დააკვირდებიან ნივთიერებათა სითბურ გაფართოებას სხვადასხვა აგრეგატული მდგომარეობისათვის,გააკეთებენ ანალიზს და იმსჯელებენ ამ თვისების პრაქტიკულ გამოყენებაზე.მოიპოვებენ ინფორმაციას სითბური ძრავების შესახებ;
ააგებენ მარტივ ელექტრულ წრედს, აღწერენ ელექტრული ენერგიის გადაცემის გზებს.
ქიმიაში–ჩაატარებენ ცდებს სხვადასხვა ნივთიერების დნობისა და დუღილის ტემპერატურის დასადგენად, გააანალიზებენ მონაცემებს და გამოიტანენ შესაბამის დსასკვნებს ამ ნივთიერებების პრაქტიკული გამოყენების შესხებ.
დაამზადებენ ბუკლეტებს, შექმნიან ელექრტონულ ჟურნალს,ბლოგს.


პროექტის ფასილიტატორი: ციური ინასარიძე
ხაშურის მე–7 სკოლის პედაგოგი

13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: tsiuriinasari@gmail.com